"რიჩ მეტალ გრუპი" - კაზრეთი, ბოლნისი.
უკვე სამი წელია კომპანია თანამშრომლობს შპს „თეგეტა მოტორსთან“. თელავში ჩვენს გასამართ სადგურზე ფუქნციონირებს შპს „თეგეტა მოტორსის“ ექვსი საავტომობილო ბოქსი და შოურუმი, რომლებიც კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით. მომხმარებელი ადგილზე იღებს პროდუქტებისა და სერვისების სრულ სპექტრს თავისი ავტომობილისთვის. საუკეთესო ხარისხის საწვავთან ერთად მას შეუძლია შეიძინოს ავტოსათადარიგო ნაწილები და შეაკეთოს ადგილზე მაღალი პროფესიონალური გამოცდილების ხელოსნების დახმარებით.
ჩვენი კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სამთო-გადამამუშავებელ სექტორთან. „Rich Metal Group“ საქართველოსა და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა, რომელიც ბოლნისის რაიონში სამთო-მოპოვებითი საქმიანობით არის დაკავებული. კომპანიები „არემჯი გოლდი“ და „არემჯი კოპერი“ სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავების შედეგად აწარმოებენ სპილენძის კონცენტრატს და ოქროს დორე შენადნობს (ნახევარფაბრიკატის სახით). შპს „L-ოილმა“ თანამშრომლობის ფარგლებში „Rich Metal Group“-ს საერთო ჯამში 12 500 000 ლიტრზე მეტი საწვავი მიაწოდა.
გამორჩეულია ჩვენი კომპანიის როლი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართული კომპანიების მძიმე ტექნიკის საწვავით მომარაგების საქმეში. ასეთებია ასოციაცია „ატუ“, საგზაო კომპანია „თბილისი“, სამშენებლო კომპანია „გოლდი“, შპს „საგზაო ტექნიკა“, შპს „იბერკომპანი“ და სხვები. აღნიშნულ სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის შპს „L-ოილს“ 50 000 000 ლიტრზე მეტი საწვავი აქვს მიწოდებული.
აღსანიშნავია თანამშრომლობა სატრანსპორტო და ტვირთების გადამზიდავ კომპანიებთან - „Atillla Transport“, „Dogu Karadeniz“, „Kardal Tourism“, „Mega Trans“, „იუქსელ ინტერნეიშენლ ტრანსპორტი“, „სევერ ტრანსპორტი“ და სხვ. ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში მოღვაწე კომპანიები, როგორებიცაა „შატო მუხრანი“, შპს „ბესინი“, შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“ და სხვ. აღნიშნული კომპანიების ავტოპარკის სავავით გამართვა ხორციელდება შპს „L-ოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე.
ზემოჩამოთვლილი კომპანიების გარდა შპს „L-ოილს“ მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა გააჩნია 500-ზე მეტ ეკონომიკურ აგენტთან, რომლებიც ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის სფეროში არიან ჩაბმულნი, რომლებთანაც სასაქონლო ბრუნვის საერთო ჯამი 700 000 000 ლიტრს აჭარბებს.