საუკეთესო ხარისხის საწვავი

კომპანია „L-ოილი“ შეიქმნა 2005 წელს და განვლილი პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე წარმატებით დაიმკვიდრა საუკეთესო ხარისხის საწვავის მიმწოდებლისა და საიმედო პარტნიორის სახელი. ვაცნობიერებთ რა უდიდეს პასუხისმგებლობას ქვეყნის კანონმდებლობის წინაშე, ასევე ერთგულებას მაღალი კორპორატიული სტანდარტების მიმართ, ჩვენი მისიაა მომხმარებელს ბაზარზე შევთავაზოთ საუკეთესო პროდუქტი და მომსახურება.
კომპანია არსებობის მანძილზე მოემსახურა და ემსახურება ხუთასზე მეტ ეკონომიკურ აგენტს საწვავის საბითუმო მიწოდების კუთხით. ამავდროულად კომპანიაში საცალო რეალიზაციის მიმართულებაში მიზანმიმართული რეინვესტირებით გამართა ავტოგასამრთი სადგურების ქსელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც საშუალება მოგვცა საცალო მომხმარებლისთვის გაგვეწია მაღალი ხარისხის პროდუქტებით უზრუნველყოფა.
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციაზე მომსახურების ეფექტურობის ზრდის მიზნით, ვახორციელებთ რა ინვესტიციებს ახალი ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად, არსებულის მოდერნიზებისთვის და მომხმარებლებთან კეთილსინდისიერი და მათი მოთხოვნების მაქსიმალურად მოკლე დროში დაკმაყოფილების მიმართულებით.
კომპანია „L-ოილი“ წარმოადგენს კომპანია „ლუკოილ-ჯორჯიას“ არაექსკლუზიურ ქველიცენზიარს, რაც დიდ სიამაყესთან ერთად გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას ქვეყნის, მომხმარებლისა და თანამშრომლების წინაშე - ვიყოთ მაღალი კორპორატიული მომსახურებისა და სტანდარტების ორგანიზაცია. ჩვენი პოლიტიკა დაფუძნებულია შემდეგ ღირებულებებზე -

  • პერსონალი - ყველაფერი, რასაც ქმნის კომპანია, ხორციელდება ადამიანების, ჩვენი თანამშრომლების, მიერ ადამიანებისათვის, ჩვენი მომხმარებლებისთვის. კომპანიის წარმატებულ მუშაობაზე ყოველდღიურად ზრუნავს ასზე მეტი თანამშრომელი. ისინი წარმოადგენენ კომპანიის ყველაზე ძვირფას აქტივს.
  • ეკოლოგია და ტექნოლოგია - ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით განუხრელად ვიცავთ გარემოს დაცვისათვის ყველა პირობასა და მოთხოვნას, რაც განპირობებულია ბაზარზე მაღალი, ევროპული ხარისხის პროდუქტების მიწოდებით მოწინავე ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და სისტემების მეშვეობით
  • კორპორატიული სტანდარტი - კომპანია საქმიანობას წარმართავს თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ღია, პატიოსანი, სამართლიანი და თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

კომპანიის მიღწევები

ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგის მიხედვით ჩვენი კომპანია 2015 და 2016 წლებში მოხვდა დარგის ბიზნეს-რეიტინგების ოქროს ნუსხაში. მეექვსე ადგილი დაიკავა დარგის ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკაციის შესაბამისად შემდეგ ნომინაციებში - „ბრუნვა“, „მოგება-ზარალი“, „დასაქმებულთა შრომის საშუალო ანაზღაურება“, „პერსონალის ხარჯები“, „თანამშრომელთა რაოდენობა“, „დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა“ და დაჯილდოებულია დარგის ლიდერის წოდებით.

ჩვენი პარტნიორები არიან:
"თეგეთა მოტორსი", „Rich Metal Group“
„Atillla Transport“, ასოციაცია „ატუ“, „Mega Trans“ ...

© 2017 L-oil Ltd. All Rights Reserved. ვებდეველოპმეტი და დიზაინი GT-studio

ძებნა